“უნდა ვაჩვენოთ უკრაინას ის, რასაც არ გამოხატავს ჩვენი ხელისუფლება”, – აქცია უკრაინის სოლიდარობისათვის

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკრაინაში მოვლენები იმავე სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს მოხდა.

“დღეს ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს, რომელიც არის რუსული აგრესიის პირისპირ. ვითარდება იგივე სცენარი, რომელიც განვითარდა 2008 წელს საქართველოში და ძალიან სამარცხვინოა, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და საქართველის ხელისუფლების დუმილი ვერ გამოხატავს ჩვენს სათქმელს, ამიტომაც  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს ის, რასაც ვერ აჩვენებს ქართული მთავრობა”, – ამბობენ აქციის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები