“წამოყენებულია ისეთი მოთხოვნები, რომლებსაც ნატო ვერ შეასრულებს”, – სტოლტენბერგი ლავროვს მიმართავს

​ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, სადაც მას ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, უკრაინაში კონფლიქტის არიდების მიზნით. მისი თქმით, მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ მოთხოვნებით უპირისპირდება, რომელთაც, თავად იცის, რომ ნატო ვერ დააკმაყოფილებს.

“საფრთხე ახლა არის ამ მასიური სამხედრო თავმოყრა მუქარის ძლიერ რიტორიკასთან ერთად, სადაც წამოყენებულია მოთხოვნები, რომლებიც, თავად იციან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, შევასრულოთ და ამბობენ, რომ თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, ამას სამხედრო შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვყავს რუსეთი, რომელიც ევროპის უსაფრთხოების ძირითად ფასეულობებს ღიად ეწინააღმდეგება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აქვე გეტყვით, რომ იენს სტოლტენბერგს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოველწლიური ჯილდო გადაეცა.

მსგავსი თემები