დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთის საზღვარი 10 000-ზე მეტმა დევნილმა გადმოკვეთა

ააგენტო „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის საზღვარი 10 000-ზე მეტმა დევნილმა გადმოკვეთა.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის.

მსგავსი თემები