დიდ ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფოს საელჩო უკრაინაში კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა.

“რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ და მუშაობას იქიდან გააგრძელებენ.

მსგავსი თემები