შსს-მ ერთი პირი დააკავა თაღლითობის გამო, რომელიც ორ ადამიანს ამერიკაში გამგზავრებას ჰპირდებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თაღლითობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, რომელიც საქართველოს ორ მოქალაქეს გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა.

1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს – მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა. ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად გამოიყენებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ შეთანხმება არ შეასრულა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ს.ფ.-ს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები