დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რუსეთის მხრიდან 19-ჯერ დაირღვა, ამას უკვე მსხვერპლიც მოჰყვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 19-ჯერ დაარღვია, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

გავრცეებუი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა მიიღო. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ და 82 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები და სხვადასხვა სისტემის ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.

მსგავსი თემები