ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა სამართალდამცავების დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მშვიდობიან აქციას მართავენ და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობიხიძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ.

“ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. საქმე თაროზეა შემოდებული. მალე დადგება დრო, როცა ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და დამნაშავეები დაისჯებიან, მათ შორის ირაკლი კობახიძეც აგებს პასუხს”, – განაცხადა აქციის წევრმა.

მსგავსი თემები