კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 265-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც: 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 309, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 086.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 139, იმერეთში – 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი,  მათგან თბილისში – 168, აჭარაში – 37, იმერეთში – 26.

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 641 – თბილისში, 175 – აჭარაში. 147 214 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი. ყოველი მათგანი თბილისშია.

მსგავსი თემები