ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 288 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 640 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  27.89%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764.

მსგავსი თემები