“ეს ყველაზე საყურადღებო სამხედრო მობილიზაციაა მეორე მსოფლიო ომის მერე”, – ეუთო

ეუთოში აშშ-ს ელჩი, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ უკრაინის სიახლოვეს რუსეთს 190 000-ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული.

“ჩვენი შეფასებით, რუსეთმა უკრაინაში და მის მახლობლად 169 000-190 000 პერსონალს მოუყარა თავი, ეს არის ყველაზე საყურადღებო სამხედრო მობილიზაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – განაცხადა ელჩმა.

კარპენტერმა აღნიშნა, რომ იანვარში რუსეთის ჯარისკაცების რაოდენობა 100 000-ს შეადგენდა.

მსგავსი თემები