“აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებს სამხედრო კუთხით გააძლიერებს”, – ლიეტუვის პრეზიდენტი

უკრაინა-რუსეთის კრიზისის გამწვავების ფონზე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ბალტიისპირეთის ლიდერებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მათი სახელმწიფოების სამხედრო გაძლიერებას განიხილავს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

“ჩვენ გვითხრეს, რომ განიხილავენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაძლიერების საკითხს, რადგან საფრთხეები რეაგირებას მოითხოვს როგორც ნატოს ფორმატში, ასევე ჩვენი მოკავშირე შეერთებული შტატებისგან. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მალე იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი თავდაცვის მინისტრები ვილნიუსში დეტალების განხილვას შეძლებენ”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ევროპაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა თქვა, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ეკონომიკური სანქციების მძიმე შედეგები მოჰყვება.

მსგავსი თემები