“ეს ომი არ შედგება”, – გაეროს გენერალური მდივანი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის დიდი ომი არ იქნება, მაგრამ ასეთი რამ რომ მოხდეს, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. მან ეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანია საჭიროა სერიოზული დეესკალაცია. მან ყველას მოუწოდა ამისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართონ.

“მე ამ დრომდე მიმაჩნია, რომ ეს ომი არ იქნება, მაგრამ რომ მომხდარიყო, ეს კატასტროფა იქნებოდა. გაეროს ყველა წევრი ქვეყანა კონფლიქტს მშვიდობიანი გზით უნდა წყვეტდნენ, თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან ძალისმიერი მეთოდისგან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”, – განაცხადა გუტერეშმა.

მსგავსი თემები