ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის ქმედებები და რეალობა ერთმანეთისგან აცდენილია

„ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ 2014 წელს და მანამდე, საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენებით. ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ შორის საზღვრიდან ჯარების გაყვანის შესახებ, ეს სულაც არ ხდება ასე რეალობაში“ – აღნიშნული განცხადება  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მსოფლიომ ფაქტებით იხელმძღვანელოს.

„ჩვენ ყველანი,  კოლეგებთან ერთად,  სრულ მზადყოფნას ვინარჩუნებთ,  რათა დიპლომატიურ პროცესში ჩავერთოთ, თუმცა ისტორია უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი და ვიხელმძღვანელოთ ფაქტებით. მოვლენები ბოლო 20-24 საათის განმავლობაში იმ სცენარიდან არის, რომელიც უკვე რეალიზდება და რითაც მცდარი პროვოკაციები, მათზე რეაგირება და უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განვითარება იქმნება. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოვფინოთ იმას, რასაც ვხედავთ. ამან შესაძლოა, რუსეთს კურსი შეაცვლევინოს“ – განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის შეფასებით,  ხელთ არსებული ერთადერთი უდიდესი ბერკეტი ამ გამოწვევის და პრობლემის წინაშე არის სოლიდარობა.

 

მსგავსი თემები