“ღარიბაშვილის მოურავები“, „უცხოპლანეტელები“ – ცილისწამებისა და სიცრუისთვის ბიზნესმენისა და ჟურნალისტების დავა სასამართლოში გრძელდება

„პრემიერის ოჯახთან ნაცნობობა არ ნიშნავს მასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობას. მით უფრო როცა დედოფლისწყარო ძალინ მცირე რაიონია და ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს“ – აცხადებს ბიზნესმენ ნუგზარ ალუღაშვილის ადვოკატი გიორგი ქიშმარია „მედიაცენტრ მთავართან“ და ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს.

საუბარია 2021 წლის 25 დეკემბერს ტელეკომპანია პირველში გასული ე.წ ჟურნალისტური გამოძიებაზე, რომელიც ბიზნესმენის საქმიანობასა და მის პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახთან კავშირზე იყო საუბარი.

„სიუჟეტი, გაჯერებული იყო სიცრუით და ცილისწამებების კასკადით, წარმოუდგენელი აგრესიით და სიძულვილის ენით ალუღიშვილების ოჯახისა და მათი ათეულობით წლების განმავლობაში შექმნილი კეთილსინდისიერი სამეწარმეო საქმიანობის მიმართ. ნუგზარ ალუღიშვილი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა 2000 წლიდან და ის არასდროს ყოფილა რომელიმე ხელისუფლებასთან დაკავშირებული ან აფილირებული პირი. რაც შეეხება მის კავშირს პრემიერის ოჯახთან ეს უბრალოდ აბსურდია და ეს გახლავთ ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტების მიერ გამოგონილი სიცრუე და იაფფასიანი პროპაგანდა. პრემიერის ოჯახთან ნაცნობობა არანაირად არ ნიშნავს მასთან ერთად სამეწარმეო საქმიანობას. მით უფრო როცა დედოფლისწყარო ძალინ მცირე რაიონია და ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს იცნობს“ – განმარტავს გიორგი ქიშმარია.

ადვოკატის მტკიცებით, დაცვის მხარეს არაერთი მცდელობა ჰქონდა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა სიუჟეტში, თუმცა, მათ ამისი საშუალება არ მიეცათ.

„ტელეკომპანიას მივმართეთ თხოვნით, რომ მოეხდინათ ჩვენი ადვოკატების ჩაწერა, რამეთუ არ დარღვეულიყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით განსაზღვრული ფუნდამენტური სტანდარტები, არ მოხდარიყო სიუჟეტის არაობიექტურად გავრცელება და ფაქტების არასწორი გაშუქება-დამახინჯება, თუმცა სრულიად უშედეგოდ. მნიშვნელოვანია რომ ჟურნალისტები კერძო საკუთრებაში შეუვარდნენ ბატონ ნუგზარ ალუღიშვილს რომელიც საწოლში იწვა იმ მომენტისათვის, რითაც მოხდა პირადი ცხოვრების ხელყოფა და დაირღვა კერძო საკუთრების ფუნდამენტური უფლებები.

მოვითხოვთ:

  • დაუყონებლივ ჩვენს ჩაწერას მოცემულ საკითხზე, რადგანაც ნუგზარ ალუღიშვილს არ მიეცა შესაძლებლობა ფაქტებისა და მტკიცებულებების სრულად გადაცემის, რაზეც უარი განაცხადა ტელეკომპანია პირველმა 2021 წლის დეკემბერში;
  • ფაქტების სამართლიანად და ზუსტად აღწერას და არა მტკიცებულებების გარეშე, როგორიც დღეს გააკეთა კიდევ ერთხელ ტელეკომპანია პირველმა;
  • შეწყდეს ნუგზარ ალუღიშვილის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი ტელეკომპანია პირველის მიერ და პატივი სცეს მისმა ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე, საკუთრების უზენაეს უფლებას;

 

ჩვენ მოცემულ საქმეზე მივმართეთ უკვე სასამართლოს, სადაც მოვითხოვეთ პატივისა და ღირსების შელახვისათვის, ასევე, საქმიანი რეპუტაციისა და კერძო საკუთრების ხელყოფისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება“ – განმარტავს ქიშმარია.

მისივე შეფასებით, სიუჟეტი გაჯერებული იყო მოსარჩელის სახელის გამტეხი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებები და ცილისმწამებლური სიუჟეტი სათაურით.

„ირაკლი ღარიბაშვილის მოურავები”, სადაც აღწერილია, რომ თითქოს დედოფლისწყაროში მოღვაწე ბიზნესმენი ნუგზარ ალუღიშვილი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ოჯახის გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი მფლობელი. სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა კადრები ტელეკომპანია პირველზე და ანონსი, სადაც პირდაპირ და მტკიცებით ფორმაში ხაზგასმული იყო იმ ფაქტზე, რომ ნუგზარ ალუღიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა ქონება; მტკიცებით ფორმატშია საუბარი, რომ ბატონი ნუგზარ ალუღიშვილი გახლავთ ქონების ფაქტობრივი მფლობელი და მოქმედი პრემიერის მოურავი, ხოლო რეალური ქონების მესაკუთრე გახლავთ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი. ჟურნალისტი არაერთხელ იხსენებს ნუგზარ ალუღიშვილს, როგორც ბიზნესის ფიქტიურ მფლობელს, „პრემიერის მოურავს“ და ცნობილი მეწარმის მიმართ იყენებს ისეთ გამონათქვამებს როგორიცაა “ნუგზარ ალუღიშვილი, ანუ იგივე უცხოპლანეტელი” – აცხადებს გიორგი ქიშმარია.

მსგავსი თემები