„დაეცით, დაიფარეთ, გაჩერდით“ – როგორც ვიქცევით მიწისძვრის დროს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი მედიაცენტრ მთავართან“ მიწისძვრის დროს თავდაცვის ელემენტარულ ნორმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ძირითადად შენობიდან გაქცევის დროს იღუპებიან.

„მიწისძვრის დროს სწორად მოქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ არ უნდა ვცადოთ გარეთ გასვლა; უნდა მოვშორდეთ ფანჯრებს და ისეთ ადგილებს, საიდანაც შესაძლოა რამე ჩამოვარდეს; საუკეთესო ადგილია ცარიელი კედელი, საიდანაც არაფერი დაგვეცემა. უმჯობესია, სწორედ აქ დავდგეთ. თუმცა, უკეთესია. მუხლებზე დავეცეთ და ხელებს დავეყრდნოთ, რადგან ძლიერმა მიწისძვრამ შეძლება მაინც წაგვაქციოს.  თავი უნდა დავიფაროთ ხელებით და გავჩერდეთ. ნუ ითაკილებთ მაგიდის ქვეშ შეძრომას. მყარი მაგიდა ძალიან კარგად დაგიცავთ. შემდეგ, უნდა დაველოდოთ ბიძგების დამთავრებას.

ასეთი გამოთქმა არსებობს –  დაეცით მუხლებზე, დაიფარეთ თავზე ხელები  და გაჩერდით. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მაგიდის ქვეშ შეძრომით დაიცავენ თავს.  საბავშო ბაღების შემთხვევაშიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ვასწავლოთ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში“ – განაცხადა სეისმოლოგმამედიაცენტრ მთავართან“.

პროფესორი სასწავლო დაწესებულებებში მსგავსი სასწავლო საათების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ზოგ ქვეყანაში ამისთვის სპეციალური ოთახებიც კი შექმნეს.

„ამერიკაში, იაპონიაში და ახლა უკვე თურქეთშიც, შექმნილია მიწისძვრის საიმიტაციო ოთახები და ბავშვებს ამ ოთახში ავარჯიშებენ. ასეთ სიტუაციაში რამდენჯერმე რომ მოხვდებით, უკვე ასწრებთ მოფიქრებას თუ რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა მოიქცეთ“ – აღნიშნა სეისმოლოგმა მედიაცენტრ მთავართან.“

 

მსგავსი თემები