“გავაფრთხილე, ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი” – ემზარ კვიციანი ლევან რატიანის კლინიკის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას ითხოვს

„დაუდგინდა 18 ქულა. ანუ 4 ქულიდან 3-4 დღეში 18 ქულამდე გაექცათ. თუ შეგნებულად მოხდა რამე, ეს, წესით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ რომ გვქონდეს ნორმალური თავისუფალი ქვეყანა“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და კლინიკის წინააღმდეგ სს საქმის აღძვრას ითხოვს.

„რამდენიმე დღეა ხმა არ ამიღია და ისე ვაკვირდები მოვლენებს ჩემი ძმაკაცის თამაზ მეჭიაურის მკურნალობასთან დაკავშირებით! მინდა ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო და გაგრძელდა ყველაფერი:

პირველად რომ მითხრა დამიდასტურდა კოვიდიო, შევთავაზე ექიმი, რომელმაც მე მომარჩინა, მაგრამ, მითხრა ოჯახის ექიმთან მაქვსო მუდმივი კონტაქტი და წამლებიც მომიტანესო. მეორე დღეს რომ დავურეკე და არ იყო უკეთესობა, მე ისევ უთხარი რაღაც არასწორად მკურნალობ თორე უკვე პირველივე დღიდან უკეთესობა უნდა იყოსთქო. ისევ შევთავაზე და გავაფრთხილე, იცოდე, ცნობადი სახე ხარ და ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი კლინიკებშითქო.

დილით ვურეკავ და უკვე კლინიკაში ვარო, გაუარესება მქონდაო და ზაზამ წამომიყვანა, რატიანს იცნობსო და წამოვყევიო. გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა, მაგრამ რავარია უთხრა რამე. მე მხოლოდ ის ვუთხარი ხო მოგიყევი თუ როგორ გამოვიქეცი იქედან-თქო. მეც რატიანის ნდობამ მიმიყვანა, მაგრამ შემდეგ იქ სხვა რამ ვნახე და წამოვედი სანამ აპარატამდე მიმიყვანდნენ. ვურეკავდი ყოველ დილით, ყოველ საღამოს და ერთხელ დილით ვხედავ ძაან უჭირს, ფეხზე დგას და ჭირვეულობს, მეთქი უკეთესობა არა-თქო. არც ისეო. ესეიგი, არასწორად ვმკურნალობენ-თქო და წამოდი იქედან მე მოგხედავ წაგიყვან ექიმთან-თქო.

არა ემზარ უხერხულია ექიმები თავზე მევლებიანო. მეც ასე მევლებოდენ მეთქი მაგრამ მოვიკრიბე იმის ძალა რომ თავი გადამერჩინა და წამოვსულივიყავი იქედან. ამ საუბრის მეორე დღეს დილით ვურეკავ ლაივით ისევე, წევს ისე მელაპარაკება, მითხრა ძლივს გავათენეო ცუდად ვიყავი მთელი ღამეო, მერე ექიმი არ იყო მეთქი არ მოგხედევ-თქო, თავი გადმოაგდო ლოგინზე უიმედოდ ძალიან და მივხვდი, რომ არაფერს კარგს არ უმზადებდნენ.

მოკლეთ გადაიყვანეს რეანიმაციაში და ტელეფონი შვილს გადასცეს ეს სოფოსგან გავიგე უმცროს ქალიშვილისგან. დაუდგინდა 18 ქულა ანუ 4 ქულიდან 3-4 დღეში 18 ქულამდე გაექცათ თუ შეგნებულად მოხდა რამე ეს წესით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. რომ გვქონდეს ნორმალური თავისუფალი ქვეყანა!

ახლობლებმა, ჯერ სხვა სახელების ხსენებისგან თავს შევიკავებ, დავფაცურდით, მოველაპარაკეთ ერთ-ერთ კლინიკას, სადაც კოვიდზე ძალიან ეფექტურად მკურნალობენ და გაგვიმზადეს ადგილი მიუხედავად გადატვირთვისა და წამალი ყველაფერი გაკეთებული მის გადასარჩენად. ურეკავ ერთერთ შვილს გადაყვანაზე, სასწრაფოდაა გადასაყვანი იქედან, მივიღე უარი. მეორესუარი, მესამესუარი. ესეიგი სუყველა ისე ყავდათ დარწმუნებული რომ გადაყვანა არ იყო საჭირო. ამ დროს, ერთი შვილი მაინც ყოფილიყო ჩვენ ჭკუაზე უეჭველი მივადგებოდი, მაგრამ არ იქნა. არ იქნა იმიტომ რომ რა თქმა უნდა შვილებს გადარჩენა უნდათ, მაგრამ ვერც წარმოუდგენიათ ის რაც მე და უამრავ ადამიანს გამოცდილი და ნანახი გვაქ ამ კოვიდ კლინიკებში!

მოკლეთ ვეუბნები წამალი მაინც მიაცემინეთ კოვიდის, მაგრამ იმ ღამეს ვერ მოხერხდა. მეორე დღეს ავადმყოფობის მე-9 დღე იყო და 9 დღის მერე წამალი არ მოქმედებსო გვითხრეს. მოკლედ ძლივს ვეღირსეთ ნებართვა წამლის მიცემის (სულაჟერი) წამლის მიღების შემდეგ 2 საათში სატურაციამ წამოიწია და წამოვიდა ავადმყოფი უკეთესობისკენ.

მეორე მესამე დღეებიც უკვე საჭმელიც ჭამა და ითხოვდა თურმე ახლობლებთან კომუნიკაციას, ცოცხალი თავით არ დაალაპარაკეს არავის. ისმება კითხვა –  მაშინ როცა პაციენტს ყველაზე ძაან სჭირდება მორალური მხარდაჭერა, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ზარის უფლების მიცემა? შვილებს უთხრეს რომ ორშაბათს ერთ-ერთს შეგიშვებთო და შეიძლება ტელეფონის მიტანასო. ეს ხდება პარასკევს. შაბათი-კვირა და ორშაბათს უკვე აპარატზე ხდება გადასაყვანი მართვით სუნთქვაზე. ვგებულობთ სრულიად საიდუმლოდ შიგნიდან, რომ სამჯერ ჰქონდა თუ სამი დღის კაფსული მიღებული. ანუ, სანამ წამალს აძლევდნენ გაუმჯობესება იყო და მერე შეუწყვიტეს წამლის მიცემა და წავიდა გაუარესება!

არა ეს ყველაფერი, რასაც ვყვები საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, უარეს შემთხვევაში კი შურისძიების??? ძალიან გთხოვთ ყველამ გავაზიაროთ და ყველამ კომენტარებში მიუთითოთ თქვენ თქვენი აზრი კორექტულად, სერიოზულ საქმესთან გვაქ საქმე და სერიოზულად და საქმიანად მიუდგეთ საკითხს!“ – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მსგავსი თემები