ლუგანსკის დასახლებული პუნქტი დაიბომბა, არიან დაშავებულები

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტი დაბომბეს. შედეგად კი საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები.

„რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამ ეტაპისთვის, დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

 

მსგავსი თემები