მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კარლ ჰარცელს კატეგორიულად არ ეთანხმება

„მიუხედავად კარლ ჰარცელისადმი ჩემი პატივისცემისა, მის აზრს უბრალოდ კი არა, კატეგორიულად არ ვეთანხმები“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთია ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადება დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით არასწორია.

„კარლ ჰარცელის მხრიდან ეს არ იყო სწორი განცხადება. ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. უამრავ კარგ საქმეში ეს ადამიანი გვეხმარება, გვერდით გვიდგას, მაგრამ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, რომ მას ასეთი განცხადება გაეკეთებინა, იყო არასწორი. არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რო, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას პლურალიზმთან აკავშირებს.

ევროკავშირის ელჩი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე კომენტარს აკეთებს

მსგავსი თემები