„მუტაციის შეჩერებას ყარაჯალას მკითხავიც ვერ გამოიცნობს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი შტამი გაჩნდეს. როგორც მან მედიაცენტრ მთავართან განაცხადა, ამ თემაზე წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, მუტაცია რომ „ომიკრონით“ არ სრულდება, ცხადია.

„შესაძლებელია ახალი მუტაცია წამოვიდეს, შესაძლებელია, არც წამოვიდეს.  ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდის საფუძველი. თუ ვინმე ამას გეტყვით, რომ ეს ასე იქნება, რომ კოვიდ 19 თავის მუტაციას დაასრულებს, ჩათვალეთ, რომ ის ადამიანი გატყუებთ. მუტაციის პროცესის შეჩერებას ვერ გამოიკვლევს ყარაჯალას მკითხავიც. მსგავსი რამ გამორიცხულია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები