“ზოგჯერ, ძლიერი მიწისძვრა ვერ განმუხტავს მდგომარეობას და კიდევ ხდება „ტყუპი მიწისძვრა“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„ბოლო მიწისძვრით ამოისუნთქა თუ არა დედამიწის ქერქმა  და დარჩა თუ არა დეფორმაცია, ვერ ვიტყვით. ზოგჯერ, ძლიერი მიწისძვრა ვერ განმუხტავს მდგომარეობას და კიდევ ხდება „ტყუპი მიწისძვრა“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაწყნარება ხდება.

„ზუსტად არ ვიცით, ამ მიწისძვრით ამოისუნთქა თუ არა მიწის ზედაპირმა და გამოუშვა თუ არა დაგროვილი ენერგია. ალბათობა ასეთია, ძლიერი მიწისძვრის დროს რაღაც პერიოდი ჩაწყნარდება და დრო სჭირდება ენერგიის დაგროვებას. ხშირად ხდება, როცა მიწისძვრა ბოლომდე ვერ განმუხტავს სიტუაციას და კიდევ ხდება „ტყუპი მიწისძვრა“. 2012 წელს შავ ზღვაში ორი ერთნაირი მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ  5.8 შეადგინა.  მარტვილის რაიონშიც მოხდა ორი ერთნაირი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა და სამი დღის განმავლობაში კიდევ იყო სამი ძლიერი მიწისძვრა.  ჩვეულებრივი მოვლენაა ერთი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში პატარ-პარტარა ბიძგები“ – გააცხადა სეისმოლოგმამედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ სამებასთან კიდევ დაფიქსირდა რამდენიმე მიწისძვრა, თუმცა, ბიძგები ძლიერი არ ყოფილა.

 

მსგავსი თემები