„ბავშვების სკოლაში 1 დღით გაშვება 2 კვირიან ავადმყოფობას ნიშნავს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

პროფესორ დევი ტაბიძის შეფასებით, „ომიკრონი“ ბავშვებში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. სასწავლო პროცესი კი გავრცელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო რეკომენდაციას გაითვალისწინებს და სასწავლო პროცესს დაგეგმილზე ადრე დაასრულებს.

„ბავშვთა მიმართულებით, აუცილებელია  სასწავლო პროცესი ძალიან მალე დაიხუროს, რადგან ამას მოსდევს არდადეგები და მაქსიმალურად შევეცადოთ, ცოტა ადრე  შეწყდეს სწავლა და გადავიდეთ არდადეგებზე. ეს იქნება ჩემი პირადი რეკომენდაცია. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს იმაში, რომ კონტაქტურობა გაცილებით ნაკლები იქნება. ნახევარზე მეტი სკოლები, ნახევარზე მეტი კლასები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ბავშვის სკოლაში ერთი დღით გაშვებას შესაძლოა ორკვირიანი ცუდად ყოფნა მოყვეს, რადგან  ბავშვები ყველაზე კარგი გადამტანები არიან“ – განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არდადეგების ადრე დაწყების საჭიროება არ არსებობს.

მსგავსი თემები