“ახალშობილი გაგუდა და საკანალიზაციო მილში მოათავსა” – პროკურატურა

საქართველოს პოკურატურამ ფოთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ახალშობილი კანალიზაციაში გადააგდო, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. როგორც დაკავებულის მეუღლე, ისე ოჯახის წევრები და მეზობლები აცხადებენ, რომ ქალის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა“ – აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარუდგინეს.

სამედიცინო გამოკვლევევით დადგინდა, რომ ქალმა დაახლოებით 5-6 დღის უკან სახლში იმშობიარა.

 

მსგავსი თემები