„ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია“ – მარია ზახაროვა იენს სტოლტენბერგზე

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის თარიღთან დაკავშირებული ქილიკის შემდეგ,  მარია ზახაროვა ნატოსაც მისწვდა. კერძოდ, ის იენს სტოლტენბერგზეც ქილიკობს და აცხადებს, რომ ნატოს გენერალური მდივანი ნატოს ჩამოგდებული მფრინავია.

„ჩვენ არ გვაინტერესებს აი, ეს განცხადებები, რომლებსაც სტოლტენბერგი აკეთებს, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი, მე ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ. ის არ არის ის ადამიანი, რომლის გამონათქვამები მოსკოვში განხილული იქნება სერიოზულ არგუმენტებად. ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია. ეს საკითხები მოითხოვს საგნობრივ საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგვივა ისე, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოგვივიდა – მუნჯის საუბარი ყრუსთან“ – განაცხადა რუსეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერა  ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალურა მდივანმა დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატო არ აპირებს ალიანსის მთავარ პრინციპებზე უარი თქმას.

“რუსეთს გავუგზავნეთ კონკრეტული შეთავაზებები გამჭვირვალობასა და შეირაღებული ძალების კონტროლზე. ნატო არ არის საფრთხე რუსეთისთვის და მისი ნაბიჯები თავდაცვითი ხასიათისაა.  ევროპაში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა „ცივი ომის“ შემდეგ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები