„ზუსტი თარიღი გამოაქვეყნეთ, შვებულება უნდა დავგეგმო“ – ზახაროვა უკრაინაში შეჭრის თარიღზე ისევ ქილიკობს  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით ისევ ქილიკობს და ზუსტი თარიღის გამოქვეყნებას ითხოვს.

„მსურს, ვთხოვო ამერიკულ და ბრიტანულ მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს: Bloomberg-ს, The New York Times-ს, The Sun-ს, რომ ჩვენი უკრაინაში შეჭრის მომავალი წლის გრაფიკი გამოაქვეყნონ. მინდა, შვებულება დავგეგმო,“- წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები