„ცარიელი ხელებით და აშმახალათი – გადი, გადი გადი, არაფერი შეიცვლება“ – დევი ტაბიძე „მედიაცენთრ მთავართან“

პროფესორ დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსს დასასრული არ უჩანს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, ცარიელი ხელებით პანდემიას ვერავინ დაამარცხებს.

„მეექვსე  ტალღა დამთავრდება მაშინ, როცა შემთხვევების რაოდენობა არ ასცდება 7-10 000-ის ფარგლებს, გარდაცვალების რაოდენობა კი ჩამოვა  20-25-ზე. ამას ველოდებით მარტის შუა რიცხვებიდან. დაიღალა მოსახლეობა ვადების გადაწევით, მაგრამ ეს ასეა. იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვუწყობთ ხელს, რომ ეს „ომიკრონი“ თავის კოვიდიანად გავიდეს ამ დედამიწიდან. ეს არის გლობალური პრობლემა, აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციებს არ ვიცავთ და შესაბამისად, ასე არაფერი შეიცვლება. ცარიელი ხელებით და აშმახალათი – გადი, გადი გადი, არაფერი შეიცვლება“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები