„შევეცადოთ „ ომიკრონსაც“ პატივი ვცეთ“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ომიკრონის“ შემთხვევები შედარებით სუსტად მიმდინარეობს და მისი მართვა სახლიდან შეიძლება ოჯახის ექიმის მთვალყურეობის ქვეშ. თუმცა,  ქრონიკული დაავადებების და ასაკიან ადამიანებში აქაც ფიქსირდება გართულებული შემთხვევვები. ამიტომ, მაქსიმალურად შევეცადოთ „ ომიკრონსაც“ თავისი პატივი ვცეთ“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, „ომიკრონიკოვიდინფექციის დასასრული არ იქნება.

„ყურადსაღებია, მისი ასე მარტივად გატარება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არ იქნება კოვიდ-ინფექციის დასასრული. ყველაზე მთავარია, რომ ეს დაავადება გადავიდეს გარკვეულ ენდემიური დაავადების ფორმაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვირუსებთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება”- განაცხადა ტაბიძემ “მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები