„მართალია 80-85  შემთხვევა აღარ არის, მაგრამ ცვალებადობა გარდაცვალებაში მაინც არ გვაქვს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“ 

“მაშინ, როდესაც ჩვენი დასნებოვნების მონაცემები არ ასცდება 7-10 ათასის ფარგლებს და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა, დაახლოებით, 20-25 ერთეულზე, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენი დინამიკა ნამდვილად დადებითია“ – ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც პროფესორი განმარტავს, აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციების არშესრულება თითქმის ყველგანაა და შესაბამისად, რაღაცით უნდა შევებრძოლოთ შემთხვევების  მატებას.

„ზოგადი ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის, მაგრამ ძალიან მძიმე შედეგებით.  14-15 000 შემთხვევა ნამდვილად არ არის კარგი შედეგი.  ჩვენ რეალურად კლებაში უნდა ვყოფილიყავით მინიმუმ 10-15 000 -ით იმ 25-თან და 20-თან შეფარდებაში, რომ ეს დატყობოდა რეალურ წინსვლას. რაც შეეხება გარდაცვალებულთა რაოდენობას, ჯერჯერობით უცვლელია. მართალია 80-85  შემთხვევა აღარ არის, მაგრამ ცვალებადობა გარდაცვალებაში მაინც არ გვაქვს.  პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეს პაციენტი არის ძველი პაციენტი, რომლებიც თვეები იმყოფებიან კლინიკებში და არიან დელტა შტამით დასნებოვნებულები და მათი მდგომარეობა მძიმდება ქრონიკული დაავადებების გამო“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები