„აუცილებელია, სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე დაიხუროს“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორი დევი ტაბიძე, ბავშვებში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რეკომენდაციას იძლევა, სასწავლო პროცესი შეწყდეს და არდადეგები მალე გამოცხადდეს.  როგორც მან მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა დაიწყოს.

„ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას შემდგომში არდადეგები მოსდევს. ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მოგვცემს. ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში სერიოზული პრობლემებია, თუმცა ბავშვები ამ შემთხვევაში ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან“,-განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

 

მსგავსი თემები