კორუფციის ნიშნები მეტროში – „გამტარებლების“ ბარათები დაიბლოკება

მეტროპოლიტენის იმ თანაშრომლებს, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ მგზავრებს მეტროში ატარებენ, ბარათები დაებლოკებათ. აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურ შეეძლება ბარათი ჩამოართვას მფლობელს და დაბლოკოს.

„მინდა გამოვეხმაურო, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ გაატარონ საკუთარი აბონემენტით, ან ეს შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით. არის 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი მგზავრობები, ამ ბარათებით „ატარებენ“ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას, გაატარებს და მათგან იღებს თანხას. ეს რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“ – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები