„150 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან რჩება, შეჭრა ისევ შესაძლებელია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დაგეგმილი საომარი მოქმედებები ისევ აქტიურია. ჯო ბაიდენი აცხადებს რომ შეჭრა ისევ შესაძლებელია და სწორედ ამიტომ მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს უკრაინა დაეტოვებინათ.

„რუსეთს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარების ნაწილი ტოვებს უკრაინასთან პოზიციებს. ეს კარგი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაგვიზუსტებია. ჯერ არ დაგვიზუსტებია​​, ნამდვილად უბრუნდება თუ არა რუსეთის ჯარები მათ ბაზებს. ჩვენი სამხედრო ანალიზი მიუთითებს, რომ ისინი საკმაოდ სახიფათო პოზიციებზე რჩებიან. ფაქტი რჩება, რომ ახლა რუსეთს 150 000 კარისკაცი ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან და შეჭრა ისევ  შესაძლებელი რჩება. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს უკრაინა დაეტოვებინათ “, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, თეთრი სახლის ადმინისტრაცია უწყვეტ დიპლომატიურ პროცესშია ჩართული.

„გავაგრძელებთ დიპლომატიურ მცდელობას ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად. ვიდრე არსებობს კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის იმედი, ჩვენ ამ გზას გავყვებით“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

 

მსგავსი თემები