„მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინა-რუსეთს არსებულ საომარ სამზადისს დასრულებულად არ მიიჩნევს და მორიგ გამაფრთხილებელ გზავნილს ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დაგეგმილ აგრესიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.

„ეს ეხება იმის დაცვას, რისიც გვჯერა; ეს ეხება მომავალს, რომელიც გვინდა მსოფლიოსთვის; ეს ეხება ქვეყნების უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი; პრინციპებს, რომ ქვეყანამ არ შეიძლება მეზობლის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს; ეს არის ჩვენი ხედვა. დარწმუნებული ვარ, ეს ხედვა და თავისუფლება გაიმარჯვებს. თუ რუსეთი უკრაინას დაარტყამს, ის ერთიან საერთაშორისო დაგმობას მიიღებს“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მისი შეფასებით, თუ რუსეთი უკრაინასთან საომარ მოქმედებებს დაიწყებს, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია.

მსგავსი თემები