„არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომი გსურთ“, – ბაიდენი რუს ხალხს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს ხალხს მიმართავს. მისი განცხადებით, არც ამერიკა და არც უკრაინა რუსეთთან  დესტაბილიზაციას არ ეძებს და ისინი რუსეთის მტრები არ არიან.

„ამერიკის შეერთებული შტატები, არც ნატო წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. არც უკრაინა ემუქრება რუსეთს. აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ – ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი  გსურთ“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მან უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დაგეგმილ აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.

 

მსგავსი თემები