„თავდასხმა იარაღის გარეშე“ – საფრანგეთი რუსეთზე

რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტზე მხარდაჭერას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანებას. როგორც მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, ეს იგივე თავდასხმაა, თუმცა, იარაღის გარეშე.

“ეს იქნება ერთგვარი თავდასხმა იარაღის გარეშე. ეს იქნება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს.

გერმანია დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას კატასტროფას უწოდებს

მსგავსი თემები