„მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთს დიპლომატიის გზას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკა ყველა სიტუაციისთვის მზადაა.

“აშშ მზადაა, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის რუსეთთან და ჩვენს მოკავშირეებთან, რომ გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთელ ევროპაში. მზად ვართ, მტკიცედ ვუპასუხოთ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევ ძალიან დიდია. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და რჩება ახლაც“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტი იმ მიმართულებებსაც ასახელებ, რა კუთხითაც რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია. პირველ რიგში კი ეს არის მაღალი დონის დიპლომატია.

„რუსეთის მთავრობამ საჯაროდ გააკეთა დიპლომატიის გაგრძელების წინადადება. ვეთანხმები, არსებობს გზები უსაფრთხოების შესაბამისი პრობლემების გადასაჭრელად. შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა კონკრეტული იდეები ევროპაში უსაფრთხოების გარემოს დასამყარებლად. ჩვენ ვთავაზობთ შეიარაღების კონტროლის ზომებს, ახალი გამჭვირვალობის ზომებს, ახალ სტრატეგიული სტაბილურობის ზომებს”, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

 

მსგავსი თემები