ვლადიმირ პუტინისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა დასრულდა

კრემლში  ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ოფიციალური შეხვედრა დასრულდა. როგორც ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანია რუსეთის პარტნიორია და ქვეყნები ისეთ სფეროებშიც თანამშრომლობენ, როგორიცაა ენერგეტიკა.

„რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა დონბასის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გენოციდში დაადანაშაულა.

„ჩვენს ქვეყანაში ხალხის დიდი უმრავლესობა თანაუგრძნობს დონბასის მცხოვრებლებს, მხარს უჭერს მათ და იმედოვნებს, რომ იქ სიტუაცია მათთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვლება“ – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები