„ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება“ – ბადრი ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე

დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატის შეწყეტასთან დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტი ამ წუთებში იხილავს, საპარლამენტო ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ გატყდება.

„ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ეს არ შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, ვერ დააზიანებს და არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, შეწყდა ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება, ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამ შემთხვევაში ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება გამოყენებული პულტები, თუმცა ჩემთვის შინაარსობრივად ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი სულისკვეთება არ შეიცვლება, სადაც არ უნდა ვიყო, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ“ – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი იხილება.

მსგავსი თემები