მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. ის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და გული ჰქონდა გაჩერებული.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას გამოკვლევები უტარდება.

საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

 

მსგავსი თემები