მშენებლობიდან მუშები გადმოვარდნენ

ლუბლიანას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი მშენებლობის მაღალი სართულიდან ორი მუშა გადმოვარდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, მათთა შეყვანილი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე არ არის, პაციენტი კონტაქტურია და ამ წუთებში გადის გამოკვლევებს.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომლიც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

მსგავსი თემები