გერმანიის კანცლერი რუსულ “პისიარზე” უარს ამბობს

„ისინი ჩვეულებრივზე დიდ მანძილზე იქნებიან ერთმანეთისგან დაშორებული, მაგრამ ეს არანაირად არ იმოქმედებს შეხვედრის ხასიათზე, მის შინაარსზე ან ხანგრძლივობაზე“, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი იმ ფაქტს, რომ ოლაფ შოლცმა პუტინთან შეხვედრამდე  “პისიარ” ტესტი არ გაიკეთა.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს, მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი დაახლოებით 4 მეტრის სიგრძის მაგიდასთან გაიმართა, რისი მიზეზიც ემანუელ მაკრონის მიერ რუსული „პისიარ“ ტესტი ჩატარებაზე უარის თქმა გახდა.

მსგავსი თემები