„ძლიერი მიწისძვრა არ უნდა იყოს“ – პროფესორი „მედიაცენტ მთავართან“

ბოლო პერიოდში გახშირებულ მიწისძვრასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა ხდება.

„ჯავახეთი აქტიური რეგიონია. მიწისძვრა პერიოდულად აქტიურდება, ხოლო პერიოდულად დაწყნარებულია. იქ ყოველდღიურად უამრავი მიწისძვრა ხდება, რასაც ადამიანები ვერ გრძნობენ და მხოლოდ აპარატი აფიქსირებს. ერთი წლის განმავლობაში სოფელ „სამებასთან“  ასამდე მიწისძვრა მოხდა მაგნიტუდა 3 და ზევით. სუსტი მიწისძვრებიც რომ ჩავთვალოთ უკვე ასობით იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გააქტიურება მოხდა ამ ზონის, რაც მერე დაგვირგვინდა ამ ძლიერი მიწისძვრით“ – განაცხადა სეისმოლოგმამედიცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით ამოისუნთქა თუ არა მიწის ზედაპირმა და გამოუშვა თუ არა დაგროვილი ენერგია მთლიანად, რთული სათქმელია. თუმცა, ძლიერი ბიძგები არ უნდა იყოს.

მსგავსი თემები