საქართველო „ომიკრონის“ ვაქცინას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, როგორც კი „ომიკრონზე“ ადაპტირებული ვაქცინა მზად იქნება, მას საქართველო მიიღებს.

ფაიზერთან“ ახალ ხელშეკრულებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს. ვაქცინების მოწოდება პირველი კვარტლის ბოლოდან განახლდება. თუმცა, ჩვენ ადაპტირებული ვაქცინის მოლოდინი გვაქვს. როგორც კი იქნება ადაპტირებული ვაქცინა ხელმისაწვდომი, თუკი ჩაითვალა საჭიროდ, რომ ასეთი უნდა დამზადდეს, რა თქმა უნდა, ეს პირობაც გათვალისწინებულია, რომ საქართველომ მიიღოს ადაპტირებული ვაქცინა“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები