„15 თებერვალი ისტორიაში შევა დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ“ – ზახაროვა ომზე ქილიკობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინაში ომის დაწყების საარაუდო ტარიღთან დაკავშირებით ქილიკობს და სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს.

„2022 წლის 15 თებერვალი ისტორიაში შევა დასავლეთის ომის პროპაგანდის ჩავარდნის დღედ. შერცხვენილები და განადგურებულები ერთი გასროლის გარეშე” – წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, რომ ზახაროვას პოსტი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის თარიღს ეხებდა, რომელიც სავარაუდოდ 15 თებერვალი უნდა ყოფილიყო.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლი, ჯეიკ სალივანის შეფასებით კი რუსეთი უკრაინაში  ნებისმიერ დროს შეიძლება შეირას, ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია.

 

მსგავსი თემები