„ღირსების აყრა“ – სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე  სამადაშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტას ღირსების აყრად აფასებს და ამბობს, რომ ეს უკანონობა ისტორიას დარჩება

„მე, პირადად, საკუთარი ქვეყნის ღირსების არად მიმაჩნია ის, რაც ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ რომ დღეს გააკეთოთ აქ, ამ დარბაზში და წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი. თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე ახადეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ რამეს უნდა უპასუხოთ – მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც უკანონო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს და ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ისტორიას დარჩება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

 

მსგავსი თემები