“კვირის განმავლობაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, “ომიკრონის” ტალღის პიკს მიმდინარე კვირის განმავლობაში გადავალთ და დაიწყება შემთხვევების კლება.  მისივე თქმით, ეს პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს, რადგან ვირუსის შემთხვევების უმეტესობა “ომიკრონია”, რომელიც ყველაზე მეტად გადამდებია მოკლე პერიოდში.

“ბოლო დღეების ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები – განსაკუთრებით რეპროდუქციის ინდექსი, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე და სხვა დადებითობის მაჩვენებლები იკლებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. თუმცა, შესაძლებელია ეს გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე მიზეზის გამო. დღეს ქვეყანაში 95% “ომიკრონია”, ერთეულ შემთხვევებში გვაქვს “დელტა”, ან სხვა შტამები. “ომიკრონის ქვეშტამებიდან დომინანტურია მისი მეორე შტამი – BA 2, ის შედარებით მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ აგრესიულობა მომატებული არ არის. ზოგადად, “ომიკრონისთვის დამახასიათებელ თვისებად გამოვლინდა, რომ კლინიკურად შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაგრამ რადგან მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება ხდება, ამას კუმულაციური ეფექტი აქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

მსგავსი თემები