“ოპოზიციურ დეპუტატთა ადგილების შევსება აუცილებელია” – ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციატივა გააჟღერა, რის თანახმადაც, ისინი ოპოზიციური დეპუტატების ღია და პროპორციული სიებით შევსებას მოითხოვენ.

დეკანოიძის თქმით, აუცილებელია ოპოზიციურ დეპუტატთა ადგილების შევსება, რადგან ბალანსი შენარჩუნებული იყოს.

მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვისთანაც ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს: ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძეს და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა  ზეწოლით, მაგრამ არჩევნებზე მაინც მიანიჭა ამ პარტიებს.“- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს, პლენარულ სხდომაზე მიიღებს

მსგავსი თემები