“90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება” – ბადრი ჯაფარიძე

“მგონი, ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას, მე მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება.

“რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს მიმდინარეობს უკვე 3 წელიწადზე მეტია. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ, შესაბამისად, დაველოდებით კენჭისყრას. მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში.

დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოსალოდნელია, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ესეც მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც ჩანს, მათ განზრახული არც ჰქონდათ და ეს იგრძნობოდა კიდეც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეს დააწერინეს. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურაზე დადგება.

მსგავსი თემები