მძიმე პაციენტია 1 306 პირი

ქვეყანაში, ამ ეტაპზე კორონავირუსის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019-ია საიდანაც: 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 402, აჭარაში – 737, იმერეთში – 1 201.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 486, აჭარაში – 155, იმერეთში – 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 41, იმერეთში – 26.

1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 820 – თბილისში, 305 – აჭარაში. 168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები