ვირუსით 19 049 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 531 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  33.7%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 595 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.19%.

 

მსგავსი თემები