„დიახ ეს სიმართლეა“ – საფრანგეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე

საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება და სათანადო ვითარებას ელოდება. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რუსეთს უკრაინაში შესაჭრელად ყველფერი მზად აქვს.

„კითხვაზე – არსებობს თუ არა შესაბამისი პირობები, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელონ, გიპასუხებთ, დიახ, ეს სიმართლეა“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო მინისტრი.

მისივე შეფასებით, ეს სამხედრო კონფლიქტი ყველა მხარისთვის საზიანო იქნება.

 

მსგავსი თემები