აშშ უკრაინაში დარჩენილ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა სასწრაფოდ დატოვონ

ამერიკის შეერთებულ შტატებს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. პარალელურად, უკრაინაში დარჩენილ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა და ეს აუცილებლობით ახსნა.

როგორც ბლინკენი განმარტავს, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების დაჩქარების გამო, აშშ-ს კიევის საელჩოდან ოპერაციები ლვოვში გადააქვს. აღნიშნული გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი პერსონალის უსაფრთხოებაა, რაც მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

„უსაფრთხოების ეს ზომები არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს ჩვენს მხარდაჭერას ან ერთგულებას უკრაინისადმი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს გულწრფელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას რუსეთის მთავრობასთან პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ჩემი დისკუსიის შემდგომ. დიპლომატიის გზა რჩება ხელმისაწვდომი, თუ რუსეთი აირჩევს კეთილსინდისიერ ურთიერთობას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები